[Verse 1: Bobby Kensei]
კიდევ ერთი ტანი ჩემ ტანზე ვერასოდეს გამათბობს
ჩვენ ხომ უბრალოდ ვთამაშობთ, ეს ხომ უბრალოდ მათრობს
შენი საცვლები ნისლის ისევ შემიცვლის მარშრუტს
მე ხომ ყოველთვის ვიწვი, შენ ხომ ყოველთვის გათოვს
როდის გავუშვებთ ნამყოს, როდის იტყვი რომ გეყო
სანამ ბოლომდე დაგვყობს, სანამ ბოლოდე შეგვჭამს
როდის შეამჩნევ აწმყოს, როდის იტყვი რომ გინდა
როდის გაადნობ ამ თოვლს და დავიძინებთ მშვიდად
[Chorus]
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე? ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხომ ხდება ხოლმე, ხომ დება ხოლმე, ხო ხდება ხოლმე
[Verse 2: ანნა]
რამდენი ენა რამდენ ენაზე როცა ვეხები ფსკერს
ვფიქრობ მზად ვარ გავაგრძელო რომ ვხედავ შენს ფერს
ამირჩიე რამდენ ტყუილს დავუჯერო დღეს
და რომ გეთამაშები ვერავინ გაიგებს
ვერავინ გაიგებს და არ მაინტერესებს
რას მიშვები როცა ღამით ეხები ჩემს თმებს
შენ ხედავ მთელ სურათს როცა ვხედავ დეტალებს
სულ ფანტაზიის ნაყოფი ვარ რომელიც თან გდევს
[Chorus]
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე? ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხომ ხდება ხოლმე, ხომ დება ხოლმე, ხო ხდება ხოლმე
[Verse 3: Bobby Kensei, ანნა]
სირბილი ქუჩებში ვბრაზობ რომ სადღაც დამკარგე ნაზად
ღამით გამახვევ ქაღალდში, მომწევ კიდევ ერთ აზრად
მომწონს როცა ვერ მხედავ, სევდა მხოლოდ ციფრებში
და სულ გეძახის გზა, როცა გპოულობ ჩემში
როცა კიდევ გაჭედავს ძლიერად ჩამეჭიდე
ჩვენ ხომ ყოველთვის ვბედავთ, მაგრამ ყოველთვის ისევ
მთელ ღამეს ვუთმობ ლოდინს, მგონი სადღაც მესმოდი
ვეღარ ვამბობ, რომ ვეღარ, როგორც შეძლებ ისე მოდი
[Chorus]
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შემიყვარდი გადამიყვარდი, ხომ ხდება ხოლმე? ხომ ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხდება ხოლმე, ხომ ხდება ხოლმე? ხდება ხოლმე
შეგიყვარდი გადაგიყვარდი ხომ ხდება ხოლმე, ხომ დება ხოლმე, ხო ხდება ხოლმე
XX (ხომ ხდება) was written by Bobby Kensei.
XX (ხომ ხდება) was produced by Bobby Kensei.
Bobby Kensei released XX (ხომ ხდება) on Sat Jan 26 2019.