კიდევ ერთხელ ამიტანა ნერვებმა
და განმეცალა ძალა გავაგრძელო კარმის ფერება
აქვე გეტყვი ვიცი ფასი თითო სტრიქონის რა დამიჯდება
თავლიდან შავი არაბულის გამოჭენება
ხვალ ვინანებ რომ ეგომ მოთმინება აღარ ინება
და მიწევს დამტვერილი საგანძურის დემონსტრირება
ამ ილოზუროლ მოცემულობას აქვს მისი წესები
თუ არ ტოვებ კერას ბოლოს მაინც გაგიხდება დასაცავი
ეშვებით თუ რამე დაგეფიცება
და ისიც ვიცი პასუხია მარცხის დეკლარირება
გველებისთვის მუწვდომელია ჩემი ღირსება
რამდენიმე უხსენებლის თავის ქალა მაინც გაისრისება
განა რომელიმე მძულს
ორპირია ჩვენი გონება და "მინდა" ხშირად გვეპატრონება
მარჯვენა მექცა რკინად, მრისხანების ლაშებს
ლაგმით ვგლეჯ, მაგრამ ხშირად მეც მჭირდება განმეორება:
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
ნება შენია!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
სანამ შენი ნება შენია!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
გამაგრდი!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
ვერც აქედან, ვერც იქედან...
ცუდია, როცა კაცს გემართება ცუდი ცუდზე
და მერე აღარავინ გელოდება წუთი წუთზე
მკვდარი ჩახუტება რა მთხლე განაჩენია
თუ გიყვარს მძიმე ხელის აწევა მირჩევნია
მესმის ჩემთან არაფერი არ დაგრჩენია
მართლა მესმის, საყვედური არ დამცდენია
ვიცი ტკბილი ბევრჯერ გადამცდენია
ეშმაკის ღიმილს ვერ იცნობ
თუ ფეხი არ დაგცდენია
მაია ასათიანს შეტენეთ ეგ შიზოფრენია
დრაკონი ავუშვი და ვებრძვი, პიდარასტი მამაშენია!
ტვინში გველი გვიზის, გულში ჯვარი გვწერია
შეირგე თუ სანთელი და ბაწარი არ გჭერია
ოროსანი ვზივარ მერამდენე ასი წელია
და გესლის თაფლად გადაქცევა, მიზანი უცვლელია
იცი ძილში ძილის არ დავიწყება რომ ძნელია
შენ უნდა შემახსენო თუ მე ძალა გამომელია
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
ნება შენია!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
სანამ შენი ნება შენია!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
გამაგრდი!
ნუ გეშინია ვერ დაგაძალებენ
ვერც აქედან, ვერც იქედან...
არც ის მინდა დაგიმატო ჩემი, ვიცი შენი გყოფნის
არ ვეძებ ნუგეშს, არც ადგილს თქვენს კიდობანში
ღირსების დასაცავად ჩანთით თრევას თოფის არ ვაპირებ
არც კალთის ხევას ღობის იქით დასამალად
არც ღამის თევას ბომბის შესაქმნელად
კალმის ღეჭვას, ბოდვის გამართლებას
თავის ჩეჩქვას ცოდვის დასახსნელად
ფასი არ აქვს თრევას ლოდის
წნევას ცოდნის წვეთი ტვინში თუ არ აქვს
დაელოდე ფორმა შეცვლილ ახალ ხაფანგს
სულერთია ჭრილობაზე დამაჭერ თუ მადიდებ
შენ არ შეწუხდე
მე თვითონ აგარიდებ თავს
არ იფიქრო ჭკუას გარიგებ
უბრალოდ ქვესკნელიდან უკეთესად ჩანს
შიგნიდან რა გვჭამს
იცი? რამდენად ნამდვილია ტკივილი როცა
იღვიძებ და ხვდები თურმე ძილში შემოგეხოცა
მფარველი ანგელოზები და შეგრჩა ნატანჯი ხორცი
სული შვიდი საზვერედან გამოსალოცი
გენი წაბილწული, შვილისათვის არ გადასალოცი
არადა შვილიშვილი მინდა, მეც მინდა სამოცი
ჩემი სულია ეს დროშა თქვენი ფეხის სახოცი
პასუხი გაამწვანე ბოლოა და აღარ გამოვცვლი
ვიცი გამიბრაზდები და მოხვალ ხვალვე გამომცდი
თუნდაც ფორთხვით გავაგრძელო კარს ხომ მაინც გამოვცდი
თუ ჭადარს შემოდგომის ფოთოლივით არ მოვწყდი
გაზაფხულზე მოგიყვები მკვდარი როგორ გავცოცხლდი
არჩევანს ვერ დაგაძალებენ was produced by .
Ras-green released არჩევანს ვერ დაგაძალებენ on Tue Nov 08 2016.