[Verse 1]
რაც მიყვარს არი ერთგულება, რაც ფასობს
ჰქვია სიყვარული
შენი სახელი ჩემში ისე იგუგლება
აკრძალულ ზონებზე მინდა მარტო სიარული
როცა მეკითხებიან რატომ დავდივარ მარტო
ნაბიჯები მინდა, გულისცემას დავამატო
ვათვინიერებ ტკივილებს და ნებისმიერ ფანტომს
ვაკეთებ უკიდეგანობიდან ახალ ნახტომს
[Bridge 1]
რისი გეშინია, თქვი
უფრო გამაგონე ხმა
ახლა იმდენი მაქ დრო
უფრო მეტი უნდა ქნა
[Verse 2]
აიღე ხელში, რამე აიღე ხელში
ბავშვები ყეფენ გამოკეტილ დერეფნებში
იწერენ პირჯვარს, მათ უკვე იციან სკოლა
დედაენა, დედის გინება და სროლა
და წოლა იატაკზე, ჩემ ოთახში
ოკეანეში გულაღმა ვწევარ, როგორც ნავში
ქალაქში მშენებლობიდან დაეშვა ბავშვი
რომელ მხარეს დგეხარ სოციალურ სამართალში
[Bridge 2]
თქვი, რატომ აღარ იღებ ხმას
იქნებ შენი თავი მძულს
როგორი გემო აქვს მკვდარს
რამდენჯერ დაყნოსე ფულს
[Verse 3]
ღამე ლოცვა უფრო მაგრად აშიებს
სათქმელი მაქვს ღმერთთან, ვინ დამაკავშირებს
ღარიბთა ლოცვა უნდა მივუტანო მათ შვილებს
დავიცვა ყველაფერი, რაც ვერ დაანახშირეს
რაც ჩვენია, ისინი რატომ ჭამენ
აგიტანენ და მერე მოგიტანენ
კურთხეულ იყოს შენი მათთან ბრძოლა
ამ ენით ვამბობ ამენით ამენ
რაც ჩვენია, ისინი რატომ ჭამენ
აგიტანენ და მერე მოგიტანენ
კურთხეულ იყოს შენი მათთან ბრძოლა
ამ ენით ვამბობ ამენით ამენ
[Outro]
ამენით ამენ
ამენით ამენ
ამენით ამენ
ამენით ამენ
Am Enit Amen was written by Erekle Deisadze.
Erekle Deisadze released Am Enit Amen on Sat Dec 25 2021.